
შესაქმე 17:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენ წინაშე.
შესაქმე 17:18 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 17:18 კონტექსტში
17:16ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.
17:17პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?
17:18უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენ წინაშე.
17:19უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.
17:20ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამრავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 17:18
- მოციქულთა საქმენი 2:39ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.
- ფსალმუნები 4:6მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
- ფსალმუნები 41:12და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენ წინაშე დამაყენებ სამარადისოდ.
- შესაქმე 4:12დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
- შესაქმე 4:14აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
- იერემია 32:39ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.
- ესაია 59:2მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას,
განაგრძე კითხვა: შესაქმე 17
სრულად წაიკითხე: შესაქმე 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში