
იგავესნი 27:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ და შენი უბედურების დღეს ძმის სახლში ნუ მიხვალ; ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს.
იგავესნი 27:10 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 27:10 კონტექსტში
27:8რაღა ბუდიდან აბორიალებული ფრინველი და რაღა თავისი ადგილიდან აბორიალებული კაცი.
27:9ზეთი და საკმელი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის გულითადი რჩევა უფრო ტკბილია.
27:10შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ და შენი უბედურების დღეს ძმის სახლში ნუ მიხვალ; ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს.
27:11შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს.
27:12საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 27:10
- იგავესნი 18:24ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
- ლუკას სახარება 10:30მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.
- ლუკას სახარება 10:37მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.
- იგავესნი 17:17მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
- აბდია 1:12არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა.
- აბდია 1:14არ მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად, არ გაგეცა მისი ნატამალი ჭირის დღეს.
- მეფეთა ბ 19:24ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.
- იგავესნი 19:7ღარიბ-ღატაკი მის ძმებსაც კი ეჯავრება, მეგობრები კი ხომ გაურბიან. ხვეწნა- ვედრება არ გადის მათთან.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 27
სრულად წაიკითხე: იგავესნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში