
მოციქულთა საქმენი 16:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.
მოციქულთა საქმენი 16:14 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 16:14
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “კვლავ იხილე, თუ რაოდენ შორს არის იგი ამპარტავნებისაგან. დედაკაცი იყო და თანაც უბრალო, როგორც მისი ხელობიდან ჩანს, მაგრამ რაოდენი სიბრძნე იხილვება მასში! ითქვა, რომ იგი ღმერთს თაყვანს სცემდა, შემდეგ კი მოციქულები მიიწვია თავისთან. შევევედროთ ღმერთს, რათა მან განგვიხსნას გული, ვინაიდან იგი გულებს მხოლოდ მსურველთ უხსნის, თორემ არიან დაზიანებულნიც.”
მთელი განმარტება
კვლავ იხილე, თუ რაოდენ შორს არის იგი ამპარტავნებისაგან. დედაკაცი იყო და თანაც უბრალო, როგორც მისი ხელობიდან ჩანს, მაგრამ რაოდენი სიბრძნე იხილვება მასში! ითქვა, რომ იგი ღმერთს თაყვანს სცემდა, შემდეგ კი მოციქულები მიიწვია თავისთან. შევევედროთ ღმერთს, რათა მან განგვიხსნას გული, ვინაიდან იგი გულებს მხოლოდ მსურველთ უხსნის, თორემ არიან დაზიანებულნიც.
მაგრამ კვლავ ზემოთქმულს მივუბრუნდეთ: “და ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა; და უფალმა განუხსნა მას გული, რათა ყურად იღოს სიტყვები პავლესი” (საქ. 16:14). განხსნა ღვთის საქმეა, ყურადღება კი, მისი, ამრიგად, ეს საქმე იყო ღვთაებრივიც და კაცობრივიც.
ეპიფანე კვიპროსელი4 საუკუნე ნილოს სინელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 16:14 კონტექსტში
16:12იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე.
16:13შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.
16:14ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.
16:15თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.
16:16მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 16:14
- ეფესელთა მიმართ 1:17რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
- ეფესელთა მიმართ 1:18და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,
- ლუკას სახარება 24:45მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
- იოანე 6:44ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
- იოანე 6:45წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთის მიერ განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა.
- ესაია 50:5უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ.
- გამოცხადება 3:20აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:14მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 16
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


