გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

მოციქულთა საქმენი 17:25: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

მოციქულთა საქმენი 17:25

და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.

მოციქულთა საქმენი 17:25 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 8 ივნისი, 2027, სამშაბათი: აღდგომის 6 კვირა (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 17:25

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘არ საჭიროებს კაცთა ხელებით მსახურებას, თითქოს რაიმეში სჭირდებოდეს’. ხედავ, როგორ ნელ-ნელა სიბრძნისმოყვარეობას გვასწავლის? როგორ დასცინის წარმართულ ცდომილებას? ‘თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთი სისხლისაგან წარმოქმნა მთელი კაცობრიობა, რათა იცხოვრონ მთელი დედამიწის ზურგზე’. ეს ღმერთისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, ყურადღება მიაქციე, ეს შეიძლება ითქვას ძეზეც. განა მან არ მიიღო მსახურება კაცთა ხელით იუდეველთაგან? არა ხელით, არამედ სულით და ამას არ მოითხოვდა იმიტომ, რომ რაიმეში სჭირდებოდა. ‘ნუთუ მე, ამბობს ის, ვჭამ ხარების ხორცს და ვსვამ თხების სისხლს?’ (ფს. 49:13).”

    მთელი განმარტება

    “არ საჭიროებს კაცთა ხელებით მსახურებას, თითქოს რაიმეში სჭირდებოდეს”. ხედავ, როგორ ნელ-ნელა სიბრძნისმოყვარეობას გვასწავლის? როგორ დასცინის წარმართულ ცდომილებას? “თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთი სისხლისაგან წარმოქმნა მთელი კაცობრიობა, რათა იცხოვრონ მთელი დედამიწის ზურგზე”. ეს ღმერთისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, ყურადღება მიაქციე, ეს შეიძლება ითქვას ძეზეც. განა მან არ მიიღო მსახურება კაცთა ხელით იუდეველთაგან? არა ხელით, არამედ სულით და ამას არ მოითხოვდა იმიტომ, რომ რაიმეში სჭირდებოდა. “ნუთუ მე, ამბობს ის, ვჭამ ხარების ხორცს და ვსვამ თხების სისხლს?” (ფს. 49:13).

    “არ საჭიროებს კაცთა ხელებით მსახურებას, თითქოს რაიმეში სჭირდებოდეს”, საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ მას არაფერი სჭირდება, როგორც ითქვა. Ესეც ღვთაებრივი თვისებაა, არამედ საჭიროა კიდევ სხვა რამ, ის დასძენს: “თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს”. იგი მიუთითებს ღვთაების ორ გამორჩეულ თვისებაზე: არაფერი სჭირდებოდეს და ყველას ყველაფერს აძლევდეს. შეადარე ეს იმას, რასაც პლატონი ან ეპიკურე ამბობდნენ ღმერთზე და ყველაფერი ამასთან შედარებით ცარიელი სიტყვები აღმოჩნდება.

    “აძლევს, ამბობს, ყველას სიცოცხლეს და სუნთქვას”. აი, სულთან მიმართებაშიც, ამტკიცებს ის, ღმერთი არის მისი შემოქმედი და არა მშობელი. შეხედე კიდევ, როგორ უარყოფს ის სწავლებას მატერიის შესახებ. ხოლო სიტყვებით, რომ ღმერთი “არ საჭიროებს კაცთა ხელებით მსახურებას”, გამოხატავს იმას, რომ ის იღებს მსახურებას სულითა და გონებით.

  2. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  3. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  4. ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე
  5. ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე
  6. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  7. ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე
  8. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

მოციქულთა საქმენი 17:25 კონტექსტში

17:23ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.

17:24ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.

17:25და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.

17:26ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.

17:27რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან.

პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 17:25

განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 17

სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში