
დანიელი 1:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული.
დანიელი 1:2 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 1:2 კონტექსტში
1:1იეჰოიაკიმის, იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას.
1:2ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული.
1:3უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან.
1:4უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა.
პარალელური ადგილები: დანიელი 1:2
- ნეშტთა შორისა ბ 36:7წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის სასახლეში, ბაბილონში.
- ზაქარია 5:11მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.
- იერემია 27:19რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, სპილენძის ავაზანზე, კვარცხლბეკებზე და ამ ქალაქში დარჩენილ სხვა ჭურჭელზე,
- იერემია 27:20რომლებიც არ წაუღია ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, როცა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდას მეფე იექონია, იეჰოაკიმის ძე, იუდასა და იერუსალიმის წარჩინებულებთან ერთად.
- მეორე სთვლისაება 32:30ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?
- შესაქმე 11:2როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.
- მსაჯულნი 2:14აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
- მეორე სთვლისაება 28:49დაძრავს უფალი ხალხს შენ წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
განაგრძე კითხვა: დანიელი 1
სრულად წაიკითხე: დანიელი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში