
დანიელი 1:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განუწესა მათ მეფემ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. ბრძანა, სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ბოლოს მეფის წინაშე წარედგინათ.
დანიელი 1:5 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 1:5 კონტექსტში
1:3უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან.
1:4უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა.
1:5განუწესა მათ მეფემ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. ბრძანა, სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ბოლოს მეფის წინაშე წარედგინათ.
1:6მათ შორის იუდიანთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
1:7სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა; დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო.
პარალელური ადგილები: დანიელი 1:5
- დანიელი 1:19ელაპარაკა მათ მეფე და ყველა მათგანიდან დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი არავინ ამოურჩევია; და შეუდგნენ ისინი მეფის წინაშე სამსახურს.
- დანიელი 1:8დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით; და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო.
- ნეშტთა შორისა ბ 9:7ბედნიერია შენა ხალხი, ბედნიერნი არიან შენი მორჩილნი, მუდამ შენ წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს.
- იერემია 15:19ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ.
- ლუკას სახარება 21:36მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.
- ლუკას სახარება 11:3პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე.
- მათეს სახარება 6:11პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
- მეფეთა ა 16:22შეუთვალა საულმა იესეს: დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემ წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.
განაგრძე კითხვა: დანიელი 1
სრულად წაიკითხე: დანიელი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში