
დანიელი 6:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.
დანიელი 6:27 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 6:27 კონტექსტში
6:25ამის შემდეგ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას - მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა: მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
6:26ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშში იყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე, როდგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება დაუსრულებულია;
6:27იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.
6:28წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს.
პარალელური ადგილები: დანიელი 6:27
- დანიელი 4:2ნიშნები და სასწაულები, რომელნიც მაღალმა ღმერთმა ჩემზე მოახდინა, მსურს გაცხადებულ იქნას.
- დანიელი 4:3რაოდენ დიდია მისი ნიშები, რაოდენ ძლევამოსილია მისი სასწაულები! მისი სამეფო სამარადისო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი უკუნითი უკუნისამდეა!
- ფსალმუნები 97:10უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
- მოციქულთა საქმენი 4:30როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.
- ფსალმუნები 18:50ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 32:7შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. სელა.
- ლუკას სახარება 1:74მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად
- ლუკას სახარება 1:75და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
განაგრძე კითხვა: დანიელი 6
სრულად წაიკითხე: დანიელი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში