
მეორე სთვლისაება 1:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა უფალმა: უთხარი მათ: ნუ ახვალთ მთაზე და ნუ შეებრძოლებით, რადგან არა ვარ თქვენ შორის და დაგამარცხებთ-თქო მტერი.
მეორე სთვლისაება 1:42 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:42 კონტექსტში
1:40თქვენ კი გაბრუნდით და იარეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.
1:41პასუხად მიუგეთ: შევცოდეთ უფალს. წავალთ და შევებრძოლებით, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო საჭურველი და გაეჩქარეთ მთაზე ასასვლელად.
1:42მითხრა უფალმა: უთხარი მათ: ნუ ახვალთ მთაზე და ნუ შეებრძოლებით, რადგან არა ვარ თქვენ შორის და დაგამარცხებთ-თქო მტერი.
1:43გელაპარაკეთ და არ დამიჯერეთ, ეურჩეთ უფლის ბრძანებას, გათამამდით და ახვედით მთაზე.
1:44გამოვიდნენ თქვენ წინააღმდეგ იმ მთაზე მცხოვრები ამორეველები და დაგესიენ, როგორც ფუტკარმა იცის, და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:42
- იესო ნავეს ძე 7:8ოჰ, უფალო! რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა ზურგი შეაქცია მტერს.
- იესო ნავეს ძე 7:13ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის, რადგან ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი დარისხებული გყავს შენს შორის, ისრაელო. ვერ გაუმკლავდები მტერს, თუ არ მოიშორებ დარისხებულს.
- რიცხვთა 14:41თქვა მოსემ: რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას. არაფერი გამოვა სასიკეთო.
- რიცხვთა 14:43რადგან იქ დაგხვდებიან ყამალეკები და ქანაანელები და მახვილით დაეცემით. რაკი ზურგი შეაქციეთ უფალს, აღარ იქნება თქვენთან უფალი.
- ოსეა 9:12თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!
- ლევიანი 26:17პირს ვიზამ თქვენკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
- მეფეთა ა 4:2დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე.
- ესაია 59:1აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში