
მეორე სთვლისაება 1:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გელაპარაკეთ და არ დამიჯერეთ, ეურჩეთ უფლის ბრძანებას, გათამამდით და ახვედით მთაზე.
მეორე სთვლისაება 1:43 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:43 კონტექსტში
1:41პასუხად მიუგეთ: შევცოდეთ უფალს. წავალთ და შევებრძოლებით, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო საჭურველი და გაეჩქარეთ მთაზე ასასვლელად.
1:42მითხრა უფალმა: უთხარი მათ: ნუ ახვალთ მთაზე და ნუ შეებრძოლებით, რადგან არა ვარ თქვენ შორის და დაგამარცხებთ-თქო მტერი.
1:43გელაპარაკეთ და არ დამიჯერეთ, ეურჩეთ უფლის ბრძანებას, გათამამდით და ახვედით მთაზე.
1:44გამოვიდნენ თქვენ წინააღმდეგ იმ მთაზე მცხოვრები ამორეველები და დაგესიენ, როგორც ფუტკარმა იცის, და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
1:45დაბრუნდით და მორთეთ ტირილი უფლის წინაშე. უფალმა კი არ ისმინა თქვენი ხმა და ყური არ დაგიგდოთ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:43
- რიცხვთა 14:44მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა, ხოლო საუფლო აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან.
- რომაელთა მიმართ 8:7იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
- რომაელთა მიმართ 8:8ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.
- მოციქულთა საქმენი 7:51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
- ესაია 63:10მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში