
რიცხვთა 14:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა, ხოლო საუფლო აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან.
რიცხვთა 14:44 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 14:44 კონტექსტში
14:42ნუ ახვალთ, რადგან არ არის უფალი თქვენ შორის, და დაგამარცხებთ მტერი.
14:43რადგან იქ დაგხვდებიან ყამალეკები და ქანაანელები და მახვილით დაეცემით. რაკი ზურგი შეაქციეთ უფალს, აღარ იქნება თქვენთან უფალი.
14:44მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა, ხოლო საუფლო აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან.
14:45დაეშვნენ იმ მთის მცხოვრები ყამალეკები და ქანაანელები, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 14:44
- მეორე სთვლისაება 1:43გელაპარაკეთ და არ დამიჯერეთ, ეურჩეთ უფლის ბრძანებას, გათამამდით და ახვედით მთაზე.
- მეფეთა ა 4:3ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენ შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.
- მეფეთა ა 4:11წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ელის ორივე ვაჟი - ხოფნი და ფინხასი.
- რიცხვთა 10:33იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი.
- რიცხვთა 15:30თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
- რიცხვთა 31:6გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 14
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში