
მეორე სთვლისაება 1:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.
მეორე სთვლისაება 1:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-29 კვირიაკე (მწუხრი).
მეორე სთვლისაება 1:11 კონტექსტში
1:9ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება.
1:10უფალი, თქვენი ღმერთი, გაგამრავლებთ-მეთქი და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ დღეს.
1:11უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.
1:12მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, თქვენი ტვირთი და თქვენი უთანხმოებანი?
1:13ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგიყენებთ-მეთქი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:11
- ფსალმუნები 115:14დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
- შესაქმე 22:17კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
- შესაქმე 26:4ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებ-მეთქი შთამომავლობას და მივცემ შენს შთამომავლობას მთელს ამ ქვეყნებს, შენი შთამომავლობით იკურთხება-მეთქი მთელი ქვეყნის ხალხი.
- რიცხვთა 6:27დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
- მეფეთა ბ 24:3უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
- შესაქმე 49:25მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
- გამოსვლა 32:13გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო.
- რიცხვთა 22:12უთხრა ღმერთმა ბალაამს: ნუ წაჰყვები მათ, ნუ დასწყევლი მაგ ხალხს, რადგან კურთხეულია იგი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში