
მეორე სთვლისაება 12:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხოლოდ და მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამე ეს იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს. გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით.
მეორე სთვლისაება 12:18 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 12:18 კონტექსტში
12:16ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
12:17არა გაქვს უფლება, რომ ჭამდე შენს ქალაქებში შენი ხორბლის, ღვინისა და ზეთის მეათედს, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებულს, აღთქმულ შესაწირავს, რომელიც აღთქმული გაქვს, შენს შესაწევარს, და შენს ხელის ძღვენს.
12:18მხოლოდ და მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამე ეს იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს. გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით.
12:19იცოდე, არ მიატოვო ლევიანი, რამდენ ხანსაც იცხოვრებ შენს მიწაზე.
12:20როდესაც გაგიფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, საზღვრებს, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის, და იტყვი: მოდი, ხორცს შევჭამო, რადგან გული მიგივა ხორცის საჭმელად, ჭამე ხორცი შენი გულის სურვილით.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 12:18
- მეორე სთვლისაება 12:7ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
- მეორე სთვლისაება 14:23და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ.
- მეორე სთვლისაება 12:5არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
- კორინთელთა მიმართ ა 10:31ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.
- მოციქულთა საქმენი 16:34მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი.
- ფილიპელთა მიმართ 3:1სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა.
- ფილიპელთა მიმართ 3:3რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.
- ფსალმუნები 68:3ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 12
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში