
მეორე სთვლისაება 12:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
მეორე სთვლისაება 12:5 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 12:5 კონტექსტში
12:3დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და დალეწეთ მათი სვეტები, გადაწვით მათი აშერები, დაამსხვრიეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან.
12:4ასე არ მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს.
12:5არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
12:6იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.
12:7ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 12:5
- მეორე სთვლისაება 12:11რომელ ადგილსაც აირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყველაფერი, რაც გამოგიცხადეთ: თქვენი აღსავლენი და საკლავი, თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი და ყოველივე ნარჩევი თქვენი აღთქმულიდან, რაც კი აღგითქვამთ უფლისათვის.
- მეორე სთვლისაება 26:2აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში, უფალი, შენი ღმერთი, რომ გაძლევს, ჩააწყვე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.
- ნეშტთა შორისა ბ 7:12ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა- ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.
- მეორე სთვლისაება 16:2დაუკალი საპასექოდ უფალს, შენს ღმერთს, ცხვარი და ძროხა იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი თავისი სახელის დასავანებლად.
- ფსალმუნები 78:68ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
- მეორე სთვლისაება 12:13ფრთხილად იყავი, არ აღავლინო ყველგან, სადაც გაიხედავ, შენი აღსავლენი მსხვერპლი,
- ფსალმუნები 132:13რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
- ფსალმუნები 132:14„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 12
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში