
მეორე სთვლისაება 17:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ რჯულის თანახმად, რასაც გირჩევენ და იმ სამართალის თანახმად, რასაც გეტყვიან, მოიქეცი; არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გამოგიცხადებენ.
მეორე სთვლისაება 17:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 17:11 კონტექსტში
17:9მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო განაჩენს.
17:10ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი. ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან.
17:11იმ რჯულის თანახმად, რასაც გირჩევენ და იმ სამართალის თანახმად, რასაც გეტყვიან, მოიქეცი; არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გამოგიცხადებენ.
17:12თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
17:13გაიგონებს მთელი ხალხი, შეეშინდება და აღარ გაკადნიერდებიან.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 17:11
- იესო ნავეს ძე 1:7ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.
- ტიტეს მიმართ 3:1შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი.
- იუდას ეპისტოლე 1:8იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:10უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:13ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:15ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას.
- მეორე სთვლისაება 5:32ეცადეთ, ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს: არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
- იესო ნავეს ძე 23:6მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი, არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 17
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში