
მეორე სთვლისაება 18:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ წამოვა ვინმე ლევიანი შენი ერთ-ერთი ქალაქიდან, ისრაელის რომელიმე კუთხიდან, სადაც მდგმურობს იგი, და მოვა თავისი სურვილით იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი,
მეორე სთვლისაება 18:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 18:6 კონტექსტში
18:4პირველმოწეული ხორბალი, ღვინო და ზეთი. ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი.
18:5რადგან ის აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შტოდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი შვილები სამუდამოდ.
18:6თუ წამოვა ვინმე ლევიანი შენი ერთ-ერთი ქალაქიდან, ისრაელის რომელიმე კუთხიდან, სადაც მდგმურობს იგი, და მოვა თავისი სურვილით იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი,
18:7შეუდგება უფლის, თავისი ღმერთის სახელით სამსახურს თავისი მოძმე ლევიანების მსგავსად, რომლებიც დგანან იქ უფლის წინაშე,
18:8ისარგებლონ თანაბარი წილით, მამისსახლის წილს ნუ ჩაუთვლიან.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 18:6
- რიცხვთა 35:2ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
- რიცხვთა 35:3ჰქონდეთ ქალაქები საცხოვრებლად და სანახები ჰქონდეთ პირუტყვისათვის, ქონებისთვის და ყოველგვარი სარჩოსათვის.
- მეორე სთვლისაება 12:5არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
- ფსალმუნები 63:1ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
- ფსალმუნები 63:2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
- ტიმოთეს მიმართ ა 3:1სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია.
- მეორე სთვლისაება 16:2დაუკალი საპასექოდ უფალს, შენს ღმერთს, ცხვარი და ძროხა იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი თავისი სახელის დასავანებლად.
- ფსალმუნები 84:5ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათს გულში.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 18
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში