
მეორე სთვლისაება 19:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და არ დაიღვრება უბრალო სისხლი შენს მიწაზე, რომელიც წილად მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, და არ იქნება სისხლი შენზე.
მეორე სთვლისაება 19:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 19:10 კონტექსტში
19:8როცა გაგიფართოებს საზღვრებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას, და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამა-პაპას,
19:9თუ დაიცავ მთელ ამ ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ შეასრულო ის, შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, და იარო მის გზაზე მთელი სიცოცხლე, მაშინ მიუმატე ამ სამს კიდევ სამი ქალაქი
19:10და არ დაიღვრება უბრალო სისხლი შენს მიწაზე, რომელიც წილად მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, და არ იქნება სისხლი შენზე.
19:11მაგრამ თუ ვინმე მტრობს თავის მოყვასს, ჩაუსაფრდება, დაეცემა, სასიკვდილოდ დაჰკრავს მას, მოკლავს და მერე თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს,
19:12მისი ქალაქის უხუცესობამ უნდა გამოაყვანინოს იქიდან და გადასცეს მესისხლეს, რომ მოკლან.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 19:10
- იგავესნი 6:17ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
- ესაია 59:7ფეხები სიავისკენ გაურბით და უბრალო სისხლის დასაღვრელად მიიჩქარიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზებზე.
- მათეს სახარება 27:4და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე.
- მათეს სახარება 27:5დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
- იოელი 3:19გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში.
- იერემია 7:6არ შეავიწროვებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ,
- იერემია 7:7მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე.
- მეორე სთვლისაება 19:13წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას, ჩამორეცხე უბრალო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 19
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში