
იოელი 3:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში.
იოელი 3:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 მარტი, 2027, რძის უარყოფის ოთხშაბათი (მწუხრი).
იოელი 3:19 კონტექსტში
3:17მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი.
3:18იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს.
3:19გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში.
3:20უკუნისამდე დარჩება იუდა და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
3:21ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი.
პარალელური ადგილები: იოელი 3:19
- ესაია 19:1ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები.
- ესაია 19:15არაფერი ექნება ეგვიპტეს გასაკეთებელი, რისი გაკეთებაც თავსა და კუდს, შტოსა და ღეროს შეეძლება.
- ზაქარია 14:18თუ ეგვიპტის ტომი არ ავა, არ შევა იქ, წვიმა რ იქნება მასზე; იქნება სატანჯველი, რითაც დასტანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ.
- ზაქარია 14:19ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ.
- იერემია 51:35ჩემი გათელვა და ჩემი ხორცი ბაბილონზეა, ამბობს სიონის მკვიდრი. ჩემი სისხლი ქალდეველებზეა, ამბობს იერუსალიმი.
- ამოსი 1:11ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული; მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში.
- ამოსი 1:12ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.
- გლოვა იერემიასი 4:21იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო, ყველა ქვეყანაში მცხოვრებო! შენთანაც ჩამოივლის თასი: დაითვრები და გაშიშვლდები!
განაგრძე კითხვა: იოელი 3
სრულად წაიკითხე: იოელი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში