
იგავესნი 6:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
იგავესნი 6:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 6:17 კონტექსტში
6:15ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.
6:16აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:
6:17ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
6:18ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,
6:19ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 6:17
- ფსალმუნები 120:2უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან.
- ფსალმუნები 120:3რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
- იგავესნი 12:22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.
- ესაია 1:15ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!
- ფსალმუნები 101:5თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
- ფსალმუნები 5:6შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.
- მეორე სთვლისაება 27:25წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
- იგავესნი 21:4ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 6
სრულად წაიკითხე: იგავესნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში