
მეორე სთვლისაება 19:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დანარჩენებმა გაიგონ და შიში ჰქონდეთ, რომ აღარ ჩაიდინონ ამგვარი ბოროტი საქმე შენს წიაღში.
მეორე სთვლისაება 19:20 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 19:20 კონტექსტში
19:18კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა, და თუ ის მოწმე ცრუმოწმე გამოდგა, ტყუილუბრალოდ დაუბრალებია თავისი მოძმისთვის,
19:19ისე მოექეცით მას, როგორც თავად სურდა მოქცეოდა თავის მოძმეს და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
19:20დანარჩენებმა გაიგონ და შიში ჰქონდეთ, რომ აღარ ჩაიდინონ ამგვარი ბოროტი საქმე შენს წიაღში.
19:21ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 19:20
- მეორე სთვლისაება 17:13გაიგონებს მთელი ხალხი, შეეშინდება და აღარ გაკადნიერდებიან.
- მეორე სთვლისაება 21:21ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.
- მეორე სთვლისაება 13:11მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება და ბოროტ საქმეს აღარ ჩაიდენენ შენს წიაღში.
- მეორე სთვლისაება 17:7ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი - მთელი ხალხის ხელი, და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:20შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად.
- რომაელთა მიმართ 13:3ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.
- რომაელთა მიმართ 13:4რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.
- იგავესნი 21:11ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 19
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში