
მეორე სთვლისაება 2:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა.
მეორე სთვლისაება 2:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 2:12 კონტექსტში
2:10ადრე იქ ემიელები ცხოვრობდნენ - დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი ყანაკელებთა მსგავსად.
2:11რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც. ისევე როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელები ემიელებს უწოდებდნენ მათ.
2:12წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა.
2:13ახლა ადექით და გადადით ზარედის ხევს. ჩვენც გადავედით ზარედის ხევს.
2:14ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 2:12
- მეორე სთვლისაება 2:22ასევე უყო ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, რომელთ წინაშეც გაწყვიტა ხორიელები. აჰყარეს ისინი და დღემდე მათს ადგილას ცხოვრობენ.
- შესაქმე 14:6და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს.
- მეორე სთვლისაება 2:32გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.
- მეორე სთვლისაება 3:11რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.
- რიცხვთა 21:21გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა:
- რიცხვთა 21:35მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელ მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.
- შესაქმე 36:20აჰა, ხორიელი სეყირის ძენი, ამ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა.
- შესაქმე 36:43თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი თავ-თავიანთ სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 2
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში