
მეორე სთვლისაება 23:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საღამოს პირზე წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.
მეორე სთვლისაება 23:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 23:11 კონტექსტში
23:9როცა მტრების წინააღმდეგ ბანაკად გახვალ, ერიდე ყოველივე ცუდს.
23:10თუ ვინმე იქნა შენში ღამის შემთხვევის შემდეგ განუწმედელი, გავიდეს ბანაკის გარეთ, არ შევიდეს ბანაკის შიგნით.
23:11საღამოს პირზე წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.
23:12ადგილი გექნება ბანაკგარეთ, რომ შეგეძლოს იქ გარეთ გასვლა.
23:13ბარი უნდა გქონდეს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 23:11
- ებრაელთა მიმართ 10:22მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
- ლუკას სახარება 11:38ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა.
- ლუკას სახარება 11:39მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.
- ლევიანი 14:9მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.
- ლევიანი 15:5ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
- ეფესელთა მიმართ 5:26რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
- ეფესელთა მიმართ 5:27და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:21ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 23
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში