
მეორე სთვლისაება 27:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!
მეორე სთვლისაება 27:20 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 27:20 კონტექსტში
27:18წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:19წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:20წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:21წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:22წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 27:20
- მეორე სთვლისაება 22:30არავინ ითხოვოს თავისი მამის ცოლი და არ გადაუწიოს კალთა თავის მამას.
- ლევიანი 18:8არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლს, ეს მამაშენის სიშიშვლეა.
- ლევიანი 20:11ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
- კორინთელთა მიმართ ა 5:1როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს.
- მეფეთა ბ 16:22გაშალა კარავი აბესალომმა ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ.
- შესაქმე 49:4ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.
- ამოსი 2:7მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.
- ეზექიელი 22:10მამის სიშიშვლეს ააშკარავებენ თქვენში, მირეულ ქალთან ძალადობენ თქვენში;
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 27
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში