გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზრა 9:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზრა 9:7

ჩვენი მამა-პაპის დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვრთ. ჩვენს უზნეობათა გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფეები და ჩვენი მღვდლები, უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში. მახვილის ქვეშ და ტყვეობაში, გავხდით სათარეშოდ და სამასხარაოდ, როგორც დღესა ვართ.

ეზრა 9:7 · საქართველოს საპატრიარქო

ეზრა 9:7 კონტექსტში

9:5ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,

9:6ვთქვი: ღმერთო ჩემო! მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენ მიმართ, რადგან ჩვენი უზნეობანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას მიწვდა.

9:7ჩვენი მამა-პაპის დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვრთ. ჩვენს უზნეობათა გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფეები და ჩვენი მღვდლები, უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში. მახვილის ქვეშ და ტყვეობაში, გავხდით სათარეშოდ და სამასხარაოდ, როგორც დღესა ვართ.

9:8ახლა მაინც მოგვხედა სიბრალულით უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ჩვენი ნატამალი და დავემაგრებინეთ მისი სიწმიდის ადგილას, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.

9:9ჩვენ ხომ მონები ვართ, მაგრამ მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს: წყალობით მოახედა ჩვენკენ სპარსთა მეფეები, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღმერთის სახლი, აღგვედგინა ნანგრევებიდან და თავშესაფარი მოგვცემოდა იუდაში და იერუსალიმში.

პარალელური ადგილები: ეზრა 9:7

განაგრძე კითხვა: ეზრა 9

სრულად წაიკითხე: ეზრა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში