
მეორე სთვლისაება 3:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი მიწა გალაადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაწელამდე და საზღვრამდე, იაკობის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
მეორე სთვლისაება 3:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 3:16 კონტექსტში
3:14იაირმა, მენაშეს ძემ, აიღო არგობის მთელი მხარე გეშურელთა და მაახათელთა საზღვრამდე. უწოდა თავისი სახელი ბაშანს - იაირის სოფლები და ასე ეწოდება დღემდე.
3:16რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი მიწა გალაადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაწელამდე და საზღვრამდე, იაკობის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
3:17ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე აღმოსავლეთით.
3:18ასე გიბრძანეთ მაშინ: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; დარაზმულნი წარუძეღით წინ თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ვინც - გულადები ხართ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 3:16
- რიცხვთა 21:24მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი.
- მეფეთა ბ 24:5გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებანეობს, იაყზერის პირდაპირ.
- მეორე სთვლისაება 2:37ოღონდ არ მიდგომიხარ ყამონიანთა ქვეყანას, იაკობის ხევის ნაპირებს, მთის ქალაქებს და ყველა იმ ადგილს, რომლის აღებაც აგვიკრძალა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
- რიცხვთა 32:33და მისცა მოსემ მათ - გადიანებს, რეუბენიანებს და მენაშეს, იოსების ძის, ნახევარ შტოს სიხონ ამორეველთა მეფის სამეფო, ბაშანის მეფის, ყოგის, სამეფო, ქვეყანა თავისი ქალაქებითა და სანახებითურთ, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.
- რიცხვთა 32:38ნებო, ბაალ-მეყონი, რომელთაც სახელი შეეცვალათ, და სიბმა; დაარქვეს სახელები ქალაქებს, რომლებიც მათ ააშენეს.
- იესო ნავეს ძე 12:2სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
- იესო ნავეს ძე 12:3დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;
- შესაქმე 32:22ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 3
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში