
მეორე სთვლისაება 33:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი.
მეორე სთვლისაება 33:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 33:23 კონტექსტში
33:21საუკეთესო წილი ნახა, რადგან იქ იყო შენახული რჯულმდებლის წილი, მოიყვანა ერის თავკაცნი და აღუსრულა უფლის წესი და მისი სამართალი ისრაელს.
33:22დანზე თქვა: ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან გამოვარდნილი.
33:23ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი.
33:24აშერზე თქვა: კურთხეულია შვილთა შორის აშერი, სწყალობდნენ ძმები და მირონში ედგას ფეხი.
33:25რკინა და რვალია შენი ურდულები. მთელი სიცოცხლე მშვიდად იქნები.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 33:23
- შესაქმე 49:21ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
- მათეს სახარება 4:16ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.
- იერემია 31:14დავყურსავ მღვდლებს პოზიერი მსხვერპლით და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, ამბობს უფალი;
- ფსალმუნები 36:8დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
- მათეს სახარება 4:13მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,
- ფსალმუნები 90:14გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა.
- იესო ნავეს ძე 19:32ნაფთალიანებს შეხვდათ მეექვსე წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 19:39ეს არის ნაფთალიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 33
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში