
მეორე სთვლისაება 9:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავინახე, რომ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს: ოქროს ხბო ჩამოისხით, მალევე გადაუხვიეთ გზას, რომელიც უფალმა გასწავლათ.
მეორე სთვლისაება 9:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 9:16 კონტექსტში
9:14დამანებე, მოვსპო ისინი და წარვხოცო მათი სახსენებელი ცისქვეშეთიდან. შენგან კი მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნიო.
9:15პირი ვიბრუნე და მთიდან ჩამოვედი, მთა კი ცეცხლში იწვოდა. მე აღთქმის ორი ფიქალი მეჭირა ორთავე ხელში.
9:16დავინახე, რომ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს: ოქროს ხბო ჩამოისხით, მალევე გადაუხვიეთ გზას, რომელიც უფალმა გასწავლათ.
9:17ავიღე და გავაგდე ხელიდან ორივე ფიქალი და თქვენს თვალწინ დავლეწე.
9:18დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 9:16
- გამოსვლა 32:19როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას.
- მოციქულთა საქმენი 7:40და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
- მოციქულთა საქმენი 7:41შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 9
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში