
მეორე სთვლისაება 9:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირი ვიბრუნე და მთიდან ჩამოვედი, მთა კი ცეცხლში იწვოდა. მე აღთქმის ორი ფიქალი მეჭირა ორთავე ხელში.
მეორე სთვლისაება 9:15 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 9:15 კონტექსტში
9:13ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი.
9:14დამანებე, მოვსპო ისინი და წარვხოცო მათი სახსენებელი ცისქვეშეთიდან. შენგან კი მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნიო.
9:15პირი ვიბრუნე და მთიდან ჩამოვედი, მთა კი ცეცხლში იწვოდა. მე აღთქმის ორი ფიქალი მეჭირა ორთავე ხელში.
9:16დავინახე, რომ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს: ოქროს ხბო ჩამოისხით, მალევე გადაუხვიეთ გზას, რომელიც უფალმა გასწავლათ.
9:17ავიღე და გავაგდე ხელიდან ორივე ფიქალი და თქვენს თვალწინ დავლეწე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 9:15
- გამოსვლა 19:18ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
- მეორე სთვლისაება 4:11თქვენც მიუახლოვდით და მთის ძირას დადქით. მთას ცეცხლის ალი ასდიოდა ცის გულამდე. იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი.
- მეორე სთვლისაება 5:23როცა მოისმინეთ მისი ხმა ბნელიდან, მთას კი ამ დროს ცეცხლი ეკიდა, ახლოს მოხვედით ჩემთან შტოთა თავკაცები და უხუცესები,
- გამოსვლა 9:23ცისკენ მოიღერა მოსემ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლმა დაუარა დედამიწას და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
- ებრაელთა მიმართ 12:18რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,
- გამოსვლა 32:14გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.
- გამოსვლა 32:35დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო, რომ გააკეთეს ხბო, რომელიც აარონმა გააკეთა.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 9
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში