
ეკლესიასტე 10:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
ეკლესიასტე 10:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 10:12 კონტექსტში
10:10ცული თუ დაგიჩლუნგდა და არ გალესე, ზედმეტი ძალა დაგადგება; ჭკუით უნდა წარმართო საქმე.
10:11თუ შეულოცველს უკბინა გველმა, შემლოცველი ვეღარ უშველის.
10:12ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
10:13მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვეა, ხოლო შედეგი - ავი სიშლეგე.
10:14ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 10:12
- კოლასელთა მიმართ 4:6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
- ლუკას სახარება 4:22ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
- იგავესნი 22:11ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.
- ეფესელთა მიმართ 4:29ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი შესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
- იგავესნი 10:20მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.
- იგავესნი 10:21მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
- იგავესნი 10:13გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 10
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში