
ეკლესიასტე 10:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?
ეკლესიასტე 10:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 10:14 კონტექსტში
10:12ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
10:13მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვეა, ხოლო შედეგი - ავი სიშლეგე.
10:14ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?
10:15ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ მიმავალი გზა.
10:16ვაი, შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას!
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 10:14
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
- იაკობის ეპისტოლე 4:13ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,
- იაკობის ეპისტოლე 4:14მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,
- ეკლესიასტე 8:7რომ მან არ იცის; რა მოხდება; ან ვინ ეტყვის მას, როგორ მოხდება?
- ეკლესიასტე 3:22ვხედავ, კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა, თუ არ იხარა თავის ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილი ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს, რა მოხდება შემდგომად მისა?
- ეკლესიასტე 6:12რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.
- ეკლესიასტე 5:3როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
- იობი 35:16ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 10
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში