
ეკლესიასტე 5:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
ეკლესიასტე 5:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 5:3 კონტექსტში
5:1ფეხს ნუ აუჩქარებ ღვთის სახლისკენ მიმავალი; გაფრთხილდი, მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან.
5:2ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
5:3როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
5:4თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 5:3
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
- იგავესნი 10:19ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
- ეკლესიასტე 10:12ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
- ეკლესიასტე 10:14ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?
- იობი 11:2განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს?
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 5
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში