
ეკლესიასტე 10:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება, რომ ბრიყვია.
ეკლესიასტე 10:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 10:3 კონტექსტში
10:1შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს; მცირედი სიბრიყვე უფრო ძვირფასია ზოგჯერ, ვიდრე სიბრძნე და დიდება.
10:2ბრძენს გული მარჯვნივ აქვს, ბრიყვს - მარცხნივ.
10:3სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება, რომ ბრიყვია.
10:4თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება.
10:5არის სიბოროტე კიდევ, მზისქვეშ რომ ვიხილე: თითქოს მბრძანებლისაგან მომდინარე შეცდომა იყოს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 10:3
- იგავესნი 18:2ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს.
- იგავესნი 13:16ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს.
- იგავესნი 18:6ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:4ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც.
- ეკლესიასტე 5:3როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 10
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში