
იგავესნი 13:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს.
იგავესნი 13:16 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 13:16 კონტექსტში
13:14ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი.
13:15კეთილი გონება წყალობის მომცემია, მოღალატეთა ხვედრი კი - სასტიკი.
13:16ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს.
13:17ბოროტეულის მაცნე ჭირში ჩავარდება, ხოლო ჭეშმარიტ მახარობელს განკურნება მოაქვს.
13:18დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 13:16
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
- ეფესელთა მიმართ 5:17ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
- იგავესნი 12:22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.
- იგავესნი 12:23საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.
- ესაია 52:13აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი, გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება.
- ეკლესიასტე 10:3სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება, რომ ბრიყვია.
- რომაელთა მიმართ 16:19თქვენი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენ გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის.
- იგავესნი 21:24ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 13
სრულად წაიკითხე: იგავესნი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში