
ეკლესიასტე 2:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნახავ კაცს, იღვწის, არ იშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად, ვისაც არასდროს უღვაწნია ამ საქმისათვის. ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტება.
ეკლესიასტე 2:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 2:21 კონტექსტში
2:19არავინ უწყის, ვის შეხვდება ჩემი ნაღვაწი, ბრძენს თუ უგუნურს, რაიც სიბრძნით მომიღვაწია ამ მზისქვეშეთში? აჰა, კიდევ ამაოება.
2:20და წარვუხოცე იმედი ჩემს თავს, რომ აღარაფერს მოველოდე იმ ღვაწლისაგან, რაც მზისქვეშეთში გამიწევია.
2:21ნახავ კაცს, იღვწის, არ იშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად, ვისაც არასდროს უღვაწნია ამ საქმისათვის. ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტება.
2:22მაშ, რაღა რჩება ადამიანს შრომისა და ზრუნვის შედეგად, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
2:23დღენი მისნი სატანჯველია, საზრუნავი მისი - წუხილი, ღამითაც არ ისვენებს, შფოთავს გული. აჰა, კვლავ ამაოება.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 2:21
- ეკლესიასტე 2:17და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
- ეკლესიასტე 2:18და მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში, და რაც სხვას უნდა დავუტოვო, ჩემ შემდგომ მოსულს.
- ნეშტთა შორისა ბ 33:2უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
- ნეშტთა შორისა ბ 33:9მაგრამ აცდუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე.
- ნეშტთა შორისა ბ 36:5ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. პირიდან მენაშეს ყველა ცოდვის გამო, რაც ჩაიდინა მან, და უბრალო სისხლის გამო, იეჰოიაკიმმა რომ დაღვარა და რომ აავსო იერუსალიმი უბრალო სისხლით, მაგრამ არ ინება უფალმა მათი ამოგდება]. [მის დროს მიუხდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ქვეყანას და ემორჩილებოდა მას სამი წელი, და განუდგა. შეუსია უფალმა მათ ქალდეველები და სირიელი ყაჩაღები, მოაბელი ყაჩაღები და ყამონიანები, სამარიელები, და განდგნენ ამ სიტყვის თანახმად, უფლის სიტყვის თანახმად, მის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით რომ იყო ნათქვამი. მაინც უფლის რისხვა იყო იუდაზე, რომ განეგდო იგი თავისი
- ნეშტთა შორისა ბ 36:10წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა.
- იერემია 22:15იმიტომ ხომ არ მეფობ, რომ კედარზე შეიშალო? მამაშენიც ხომ ჭამდა და სვამდა, მაგრამ წესსა და სამართალს იცავდა, და სიკეთე იყო მისთვის.
- იერემია 22:17შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 2
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში