
ეკლესიასტე 4:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
ეკლესიასტე 4:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 4:5 კონტექსტში
4:3და ორთავეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება.
4:4ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.
4:5ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
4:6ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 4:5
- ესაია 9:20მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.
- იგავესნი 6:10მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
- იგავესნი 6:11ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
- იგავესნი 20:4ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.
- იობი 13:14რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?
- იგავესნი 13:4ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
- იგავესნი 24:33ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,
- იგავესნი 24:34და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 4
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში