
იობი 13:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?
იობი 13:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 13:14 კონტექსტში
13:12თქვენი შეგონებები ნაცრის არაკებია, თქვენი საყრდენი თიხის საყრდენია;
13:13დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს!
13:14რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?
13:15კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
13:16ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე.
პარალელური ადგილები: იობი 13:14
- მსაჯულნი 12:3როცა ვნახე, არავინ დამიხსნიდა, თავი გამოვიმეტე, წავედი ყამონიანებზე და ღმერთმა ხელში ჩამიგდო ისინი. ახლა რისთვის მეჩხუბებით?
- ფსალმუნები 119:109სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
- მეფეთა ა 28:21ახლა შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რათა ძალა მოიცე უკან წასასვლელად.
- იობი 18:4ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენ გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
- მეფეთა ა 19:5არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით?
- ეკლესიასტე 4:5ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
- ესაია 9:20მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.
- ესაია 49:26საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
განაგრძე კითხვა: იობი 13
სრულად წაიკითხე: იობი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში