
ეკლესიასტე 7:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული, ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.
ეკლესიასტე 7:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 7:26 კონტექსტში
7:24შორია, რაც იყო, და ღრმა არის, ღრმა, ვინ მიაგნებს?
7:25გულს ვიდევ, შემეცნო, შემესწავლა, გამომეკვლია, რა არის სიბრძნე და გონიერება, რათა მცოდნოდა, რომ უმეცრება ბოროტებაა.
7:26მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული, ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.
7:27აი, რას მივხვდი, თქვა ეკლესიასტემ: თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო.
7:28კიდევ ამას ეძიებდა გონება ჩემი, მაგრამ ვერ ვპოვე: ათასიდან ერთი მამაკაცი ვპოვე, მაგრამ მათ შორის ვერა ვპოვე ვერცერთი ქალი.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 7:26
- იგავესნი 22:14როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება მასში.
- იგავესნი 5:3რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
- იგავესნი 5:5მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები.
- იგავესნი 2:18რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.
- იგავესნი 2:19იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
- ეკლესიასტე 2:26ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს ცოდნასა და სიხარულს; ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
- იგავესნი 2:16რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
- იგავესნი 23:27მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 7
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში