
ეკლესიასტე 7:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კიდევ ამას ეძიებდა გონება ჩემი, მაგრამ ვერ ვპოვე: ათასიდან ერთი მამაკაცი ვპოვე, მაგრამ მათ შორის ვერა ვპოვე ვერცერთი ქალი.
ეკლესიასტე 7:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 7:28 კონტექსტში
7:26მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული, ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.
7:27აი, რას მივხვდი, თქვა ეკლესიასტემ: თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო.
7:28კიდევ ამას ეძიებდა გონება ჩემი, მაგრამ ვერ ვპოვე: ათასიდან ერთი მამაკაცი ვპოვე, მაგრამ მათ შორის ვერა ვპოვე ვერცერთი ქალი.
7:29აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 7:28
- იობი 33:23თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,
- ფსალმუნები 12:1დავითის საგალობელირვასიმიან საკრავზე, გუნდისლოტბარს.
- ეკლესიასტე 7:23ყოველივე ეს სიბრძნით გამოვიკვლიე; ვთქვი: ბრძენი ვარ-მეთქი, მაგრამ სიბრძნე შორსაა ჩემგან.
- ეკლესიასტე 7:24შორია, რაც იყო, და ღრმა არის, ღრმა, ვინ მიაგნებს?
- ესაია 26:9ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 7
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში