
ფსალმუნი 12:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითის საგალობელირვასიმიან საკრავზე, გუნდისლოტბარს.
ფსალმუნი 12:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 12:1 კონტექსტში
12:1დავითის საგალობელირვასიმიან საკრავზე, გუნდისლოტბარს.
12:2მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
12:3ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 12:1
- იერემია 5:1მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიათვალ-მოათვალიერეთ და ეძებეთ მის მოედნებზე. აბა, თუ იპოვნით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს! მაშინ მივუტევებდი იერუსალიმს.
- ესაია 57:1იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი.
- მათეს სახარება 24:12და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.
- ესაია 59:13უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება, ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა.
- ესაია 59:15გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია; უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი.
- ესაია 1:21როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.
- ესაია 1:22ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია.
- მიქა 7:1ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 12
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში