
ესთერი 3:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, მეფე ახაშვეროშის მეთორმეტე წელს, დაიწყეს ფურის, ანუ წილის ყრა ჰამანის თვალწინ და ყრიდნენ წილს დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე, თორმეტ თვეს, ანუ ადარის თვემდე.
ესთერი 3:7 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 3:7 კონტექსტში
3:5დაინახა ჰამანმა, რომ მუხლს არ იყრიდა და თაყვანს არ სცემდა მას მარდოქაი, და რისხვით აღივსო ჰამანი.
3:6იუკადრისა, მხოლოდ მარდოქაიზე აღემართა ხელი. რაკი მოახსენეს მარდოქაის გვარტომობა, გადაწყვიტა ჰამანმა, მოესრა მთელი იუდაელობა, მარდოქაის ერი, ყველა, ვინც კი ახაშვეროშის სამეფოში იყო.
3:7პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, მეფე ახაშვეროშის მეთორმეტე წელს, დაიწყეს ფურის, ანუ წილის ყრა ჰამანის თვალწინ და ყრიდნენ წილს დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე, თორმეტ თვეს, ანუ ადარის თვემდე.
3:8უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი, განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისგან და არ ასრულებენ მეფის კანონებს. არა ხამს მეფისთვის მათი დატოვება.
3:9თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ქანქარ ვერცხლს მივუწონი ხელში მოხელეებს, რომ სამეფო ხაზინაში შეიტანონ.
პარალელური ადგილები: ესთერი 3:7
- ეზრა 6:15დამთავრდა ეს სახლი ადარის თვის მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.
- ეზექიელი 21:21რადგან შეჩერდა ბაბილონის მეფე გზაჯვარედინზე, ორი გზის თავში, სამკითხაოდ ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს ათვალიერებს.
- ეზექიელი 21:22მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები.
- იგავესნი 16:33წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.
- ესთერი 9:24როგორ ჩაიფიქრა ჰამან ჰამდათას ძემ, აგაგიელმა, მთელი იუდაელობის მტერმა, იუდაელთა დაღუპვა და ჰყარა ფური, ანუ წილი, მათ გასაწყვეტად და გასანადგურებლად,
- ესთერი 9:26ამიტომაც უწოდეს ამ დღეებს ფურიმი, ფურის, ანუ წილის, სახელი. ამიტომაც თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და საკუთარი თვალით ნანახისა, თანახმად იმისა, რაც მათ შეემთხვათ,
- ესთერი 9:17ეს იყო ადარის თვის მეცამეტე დღეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ლხინისა და სიხარულის დღედ აქციეს ეს დღე.
- ესთერი 9:19ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისათვის, რომლებიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის მეთოთხმეტე დღე სიხარულისა და ლხინის, ზეიმისა და ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეა.
განაგრძე კითხვა: ესთერი 3
სრულად წაიკითხე: ესთერი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში