
ესთერი 3:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაინახა ჰამანმა, რომ მუხლს არ იყრიდა და თაყვანს არ სცემდა მას მარდოქაი, და რისხვით აღივსო ჰამანი.
ესთერი 3:5 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 3:5 კონტექსტში
3:3ეუბნებოდნენ მეფის მორჩილნი, სამეფო კარიბჭესთან ვინც იყვნენ, მარდოქაის: რატომ არ ემორჩილები მეფის ბრძანებას?
3:4ყოველდღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, შეატყობინეს ჰამანს, რათა ენახათ იდგებოდა თუ რა თავის სიტყვაზე მარდოქაი, რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო.
3:5დაინახა ჰამანმა, რომ მუხლს არ იყრიდა და თაყვანს არ სცემდა მას მარდოქაი, და რისხვით აღივსო ჰამანი.
3:6იუკადრისა, მხოლოდ მარდოქაიზე აღემართა ხელი. რაკი მოახსენეს მარდოქაის გვარტომობა, გადაწყვიტა ჰამანმა, მოესრა მთელი იუდაელობა, მარდოქაის ერი, ყველა, ვინც კი ახაშვეროშის სამეფოში იყო.
3:7პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, მეფე ახაშვეროშის მეთორმეტე წელს, დაიწყეს ფურის, ანუ წილის ყრა ჰამანის თვალწინ და ყრიდნენ წილს დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე, თორმეტ თვეს, ანუ ადარის თვემდე.
პარალელური ადგილები: ესთერი 3:5
- დანიელი 3:19მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო; შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდმაგად და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ.
- ესთერი 5:9გავიდა იმ დღეს ჰამანი მხიარული და კმაყოფილი, მაგრამ როგორც კი დაინახა ჰამანმა სამეფო კარიბჭესთან მჯდარი მარდოქაი, რომელიც არ ამდგარა და არც განძრეულა მის წინ, რისხვით აივსო ჰამანი მარდოქაის მიმართ.
- იგავესნი 21:24ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.
- ესთერი 3:2მეფის ყველა მორჩილი, ვინც კი იყო სამეფო კარიბჭესთან, მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასე ჰქონდა მასზე ნაბრძანები მეფეს. მაგრამ მარდოქაის არ მოუყრია მუხლი და არ უცია თაყვანი.
- იგავესნი 27:3მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
- იგავესნი 27:4მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
- შესაქმე 4:5ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
- შესაქმე 4:6უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
განაგრძე კითხვა: ესთერი 3
სრულად წაიკითხე: ესთერი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში