
ფსალმუნი 147:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
ფსალმუნი 147:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:16 კონტექსტში
147:14დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.
147:15ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.
147:16წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
147:17გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
147:18მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:16
- იობი 37:6რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!
- იობი 38:29ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,
- ფსალმუნები 148:8ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
- ესაია 55:10რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს,
- იობი 37:9სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;
- იობი 37:10ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში