
გამოსვლა 21:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
გამოსვლა 21:17 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 21:17 კონტექსტში
21:15ვინც ხელს შემოჰკრავს თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
21:16ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
21:17ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
21:18თუ კაცები ერთმანეთს წაეკიდნენ, ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი დაჰკრა, კაცი გადარჩა, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
21:19მერე თუ ფეხზე წამოდგა და ჯოხით გარეთ სიარული შეძლო, მისი მცემელი არ დაისჯება; მხოლოდ გაცდენილ დროს აუნაზღაურებს და უმკურნალებს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 21:17
- იგავესნი 20:20დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.
- მარკოზის სახარება 7:10ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
- მარკოზის სახარება 7:11ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -
- მეორე სთვლისაება 27:16წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
- მათეს სახარება 15:3ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით?
- მათეს სახარება 15:6პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.
- იგავესნი 30:11არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
- ლევიანი 20:9ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 21
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში