
გამოსვლა 22:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს.
გამოსვლა 22:23 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 22:23 კონტექსტში
22:21მდგმურს ნუ შეავიწროვებ, ნუ დაჩაგრავ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
22:22ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ.
22:23თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს.
22:24რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
22:25თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 22:23
- ლუკას სახარება 18:7განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
- ფსალმუნები 10:17გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
- ფსალმუნები 18:6შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
- იობი 34:28რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას.
- მეორე სთვლისაება 15:9ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება.
- იობი 35:9ბევრი ჩაგვრისაგან კვნესიან, შველას ითხოვენ ძლიერთა მკლავებიდან.
- იაკობის ეპისტოლე 5:4აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 22
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში