
გამოსვლა 31:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
გამოსვლა 31:18 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 31:18 კონტექსტში
31:16დაიცვან ისრაელიანებმა შაბათი, რათა უქმობდნენ შაბათს თაობიდან თაობაში. სამარადისოა ეს აღთქმა;
31:17ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელანებს შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.
31:18მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 31:18
- გამოსვლა 32:15პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო.
- გამოსვლა 32:16ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.
- მეორე სთვლისაება 4:13გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულეს გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე.
- მეორე სთვლისაება 5:22ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
- გამოსვლა 24:12უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:3თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
- გამოსვლა 8:19უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია! გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
- გამოსვლა 34:28დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 31
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში