
გამოსვლა 25:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
გამოსვლა 25:8 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 25:8 კონტექსტში
25:6გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის.
25:7სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
25:8გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
25:9როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.
25:10გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 25:8
- კორინთელთა მიმართ ბ 6:16რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
- გამოცხადება 21:3და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.
- გამოსვლა 29:45დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.
- ებრაელთა მიმართ 9:1თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი,
- ებრაელთა მიმართ 9:2რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“.
- ზაქარია 2:10იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი.
- ებრაელთა მიმართ 3:6ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს.
- ზაქარია 8:3ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 25
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში