
გამოსვლა 25:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.
გამოსვლა 25:9 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 25:9 კონტექსტში
25:7სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
25:8გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
25:9როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.
25:10გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
25:11ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 25:9
- გამოსვლა 25:40იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.
- ებრაელთა მიმართ 8:5და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“.
- მოციქულთა საქმენი 7:44მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად.
- ებრაელთა მიმართ 9:9ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი.
- ნეშტთა შორისა ა 28:11მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა.
- ნეშტთა შორისა ა 28:19ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 25
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში