
რიცხვთა 4:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეზოს სვეტები, ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებითურთ, ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი, სათითაოდ აღრიცხე ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ.
რიცხვთა 4:32 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 4:32 კონტექსტში
4:30ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.
4:31აი, რისი ტარება ევალებათ მათ (ეს არის მათი საქმე სადღესასწაულო კარვის სამსახურში): სავანის ბოძები, ლარტყები, სვეტები მათი ფეხებითურთ.
4:32ეზოს სვეტები, ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებითურთ, ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი, სათითაოდ აღრიცხე ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ.
4:33ეს არის მერარიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
4:34აღრიცხეს მოსემ, აარონმა და საზოგადოების თავკაცებმა კეჰათიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 4:32
- გამოსვლა 38:21აჰა, სავანის, მოწმობის სავანის ანგარიში, რომელიც ნაანგარიშევი იყო მოსეს ბრძანებით - ლევიანთა მთელი სამუშაო ითამარ აარონის ძის, მღვდლის, ხელმძღვანელობით.
- რიცხვთა 7:1როცა დაასრულა მოსემ სავანის გამართვა, ზეთი სცხო და აკურთხა იგი და მთელი მისი მოწყობილობა, სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა. ზეთი სცხო მათ და აკურთხა ისინი.
- რიცხვთა 3:8დაიცვან სადღესასაწულო კარვის მთელი ჭურჭელი და მოვალეობა ისრაელიანთადმი, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.
- ნეშტთა შორისა ა 9:29სხვებს ჩაბარდათ სხვა ჭურჭლეული, ყველა წმიდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.
- გამოსვლა 38:17სვეტების ფეხები სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა, თავები ვერცხლით მოჭედილი, ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო დამაგრებული.
- გამოსვლა 25:9როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 4
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში