
გამოსვლა 26:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყოს, სიგანე - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომის უნდა იყოს.
გამოსვლა 26:2 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 26:2 კონტექსტში
26:1ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.
26:2თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყოს, სიგანე - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომის უნდა იყოს.
26:3ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადაეკეროს, სხვა ხუთი ნაჭერი - ერთმანეთს.
26:4ლურჯი კილოები გაუკეთე ერთ ნაჭერს კიდეზე, ბოლოში, გადანაკერთან; ასევე გაუკეთე უკანასკნელი ნაჭრის კიდეს მეორე გადანაკერთან.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 26:2
- რიცხვთა 4:25უნდა ატარონ სავანის კრეტსაბმელები, სადღესასწაულო კარავი და მისი გადასახურავი, თახაშის ტყავის გადასახურავი, ზემოდან რომ აფარია, სადღესასწაულო კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,
- ნეშტთა შორისა ა 17:1როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა დავითმა ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ჩარდახქვეშ არის.
- მეფეთა ბ 7:2უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშ ასვენია.
- გამოსვლა 26:7დაამზადე თხისურის ნაჭრები სავანის გადასახურავად. თხუთმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადე.
- გამოსვლა 26:8ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა, სიგანე - ოთხი წყრთა; თერთმეტივე ნაჭერი ერთი ზომისა უნდა იყოს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 26
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში