
გამოსვლა 33:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ ქვეყნისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი; მე აღარ ვივლი შენს შორის, რადგან თვითრჯული ხალხი ხართ და ვაითუ მოგსპოთ გზაში.
გამოსვლა 33:3 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 33:3 კონტექსტში
33:1უთხრა უფალმა მოსეს: აიყარეთ აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, და წადით იმ ქვეყნისკენ, რომელიც აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.
33:2ანგელოზს წაგიმძღვარებთ წინ და ავყრი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთეელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს.
33:3იმ ქვეყნისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი; მე აღარ ვივლი შენს შორის, რადგან თვითრჯული ხალხი ხართ და ვაითუ მოგსპოთ გზაში.
33:4მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის გაუკეთებია სამკაული.
33:5უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: თვითრჯული ხალხი ხართ თქვენ: ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენ შორის, მოგსპობთ. მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 33:3
- გამოსვლა 32:9უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი.
- გამოსვლა 32:10ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო.
- გამოსვლა 3:8ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.
- მეორე სთვლისაება 9:6იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
- მეორე სთვლისაება 9:13ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი.
- იერემია 11:5რათა შესრულდეს ფიცი, რომელიც დავუდევი თქვენს მამა-პაპას, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, რძითა და თაფლით მდინარს, როგორც დღეს არის.
- მოციქულთა საქმენი 7:51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
- გამოსვლა 33:15უთხრა მოსემ: თავად შენ თუ არ წაგვიძეღი, ვერ გავალთ აქედან.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 33
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში