
გამოსვლა 36:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.
გამოსვლა 36:8 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 36:8 კონტექსტში
36:6მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდარისთვის შესაწირავად. შეწყვიტა ხალხმაც მოტანა.
36:7რაც კი შემოტანილი იყო, საკმარისი აღმოჩნდა მიელი საქმის გასაკეთებლად და ზედმეტადაც კი დარჩა.
36:8გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.
36:9თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო და სიგანე თითოეული ნაჭრისა - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყო.
36:10ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერა, მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 36:8
- ეზექიელი 1:5მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ;
- ეზექიელი 1:28როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა.
- ნეშტთა შორისა ა 15:1აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.
- გამოსვლა 31:6აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.
- ეზექიელი 10:1ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ.
- ეზექიელი 10:19გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
- ნეშტთა შორისა ბ 3:10წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი.
- გამოსვლა 35:10ყოველი გულბრძენი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა:
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 36
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში